გია ბარამიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძის აცხადებს, რომ მას საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული, თუმცა მზად არის, გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს.
როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, აპირებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,
„დღეს გამოძიება უსუსურად ცდილობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, პირადად ივანიშვილის, შსს მინისტრისა და ანზორ ჩუბინიძის სისხლის სამართლის დანაშაული რაღაცნაირად აიცილონ და შეეცადონ, ეს ყველაფერი გადაიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე. არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემს წინააღმდეგ დაიწყება თუ არა სამართალწარმოება, ფაქტია, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში დაიწყეს. ეს არის უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისრონ, ოპოზიციის ლიდერებს და ამავდროულად ახდენენ პროპაგანდას თავიანთ მომხრეებში, რომ ხავსს მოეჭიდონ. აი, სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდებოდაო და ამ მუხლით არანაირი საქმე არ არის აღძრული, ისიც აბსურდია, რასაც ნიკა მელიას ედავებიან. ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს ვარდების რევოლუცია უნდა ყოფილიყო და ვარდების რევოლუცია შეადარეს პრეზიდენტ გამსახურდიას ტანკებითა და ავტომატებით დამხობის პროცესს. სრული ქაოსი აქვთ თავში. ამ ვითარებაში ჩვენი მოვალეობაა, მშვიდად მივყვეთ პროცესს და ხალხს გავაგებინოთ სიმართლე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.