გია ბარამიძე - გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ
„ქართული ოცნება“ როდესაც დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება, დავდგეთ ერთად თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.
„რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. გახარიას პარტია თუ თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, – განაცხადა გია ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.