გია ბარამიძე - ჩვენ წინ გვიძღვის, ჩვენი სულიერი და პოლიტიკური ლიდერია ბუმბერაზი კაცი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა დავით აღმაშენებელს შეადარა, სავსებით საფუძვლიანად
გია ბარამიძე - ჩვენ წინ გვიძღვის, ჩვენი სულიერი და პოლიტიკური ლიდერია ბუმბერაზი კაცი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა დავით აღმაშენებელს შეადარა, სავსებით საფუძვლიანად

ეს ბრძოლა არის წმინდა ბრძოლა, ჩვენ წინ გვიძღვის მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც მეუფე ნიკოლოზმა როგორი სიტყვები თქვა, დავით აღმაშენებელს შეადარა და სავსებით საფუძვლიანად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ბევრი მაჩერებს და მეკითხება, აბა რამდენ ხანს ველოდოთ? იმდენ ხანს, სანამ არ გავიმარჯვებთ. სხვა რა უფლება გვაქვს, ხალხო, სხვა რა გამოსავალი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თოფი არ არის გამოსავალი. ჩვენი ბრძოლა იყო და არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი. აი, ასე ეკადრება ქართველ ხალხს, ასე ეკადრება ჩვენს ისტორიას, ასე ეკადრება ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მოკლეს, მაგრამ არასდროს უთქვამს, თოფი აიღე ხელშიო. მისი დაბადების დღე იყო დღეს. შესაბამისად, ვართ აქ. ეს ბრძოლა არის წმინდა ბრძოლა. ჩვენ წინ გვიძღვის მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც დღეს მეუფე ნიკოლოზმა როგორი სიტყვები თქვა, ხალხო, დავით აღმაშენებელს შეადარა და სავსებით საფუძვლიანად. ის დღეს რელიგიურადაც, როგორც დიდი მოღვაწე უკვე, ეს მეუფის სიტყვებია. მე არ ვიტყვი ზედმეტს, როგორც მისი მეგობარი, ძმაკაცი და თანამებრძოლი, არა. მეუფეზე მეტს ვერ ვიტყვი მე, რადგან რაც მან თქვა, იმაზე მეტი აღარ არსებობს, რომ იტყვიან. ამიტომ, ჩვენ წინ გვიძღვის და არის ჩვენი ლიდერი, სულიერიც და პოლიტიკური ლიდერიც, დიდი კაცი, ბუმბერაზი კაცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგას გაუმარჯოს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.