ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია შეტანილი.
გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზეა მიღებული.
ნიკოლოზ ანთიძის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
სოფელ ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIX – XX საუკუნეებით თარიღდება.