ღვინის უბნის ტერიტორიაზე ღამის ფოტოჩვენება გაიმართება
ღვინის უბნის ტერიტორიაზე ღამის ფოტოჩვენება გაიმართება

ინკლუზია: 10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია-ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა გაიხსნება 20 ივნისს ღვინის უბნის ტერიტორიაზე.

ღამის ფოტოჩვენებაში 10 ფოტოხელოვანის: თაკო რობაქიძის, ნათელა გრიგალაშვილის, ნატა სოფრომაძის, გურამ წიბახაშვილის, იან მაქნოთ დევისის, მარიამ ჯანაშიას, გიორგი გოგუას, დინა ოგანოვას, ლელი ბლაგონრავოვასა და ეანა ყორბეზაშვილის მიერ ინკლუზიის თემაზე მომზადებული სერიები იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებას გახსნის მოცეკვავეთა საერთაშორისო ჯგუფის ILL-Abilities პერფორმანსი. აშშ-ში დაფუძნებული ჯგუფი, რომელიც ILL-Abilities განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებს აერთიანებს.

ფოტოჩვენება ღია ცის ქვეშ გაიმართება ნიკა მაჩაიძის/NIKAKOI და პარა ორკესტრის ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

პროექტი Tbilisi Photo Festival-ის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. ღონისძიება ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირის ფარგლებში ტარდება და ინკლუზიაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების, სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული პირების გაერთიანებას ინფორმირებული, ინკლუზიური და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად.