ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან 10,8 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან 10,8 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ორი თვის ექსპორტის მონაცემები პოზიტიურია.

ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. ექსპორტის ზრდა, იანვრის თვის მონაცემების ანალოგიურად, შენარჩუნებულია თებერვლის თვის მდგომარეობით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია – 213% (44292), დიდი ბრიტანეთი – 137% (36108), ესტონეთი – 75% ( 88326), ისრაელი – 58% (31272), ლატვია – 43% (262110), პოლონეთი – 41% (441202), ნიდერლანდები – 32% (13491), რუსეთი – 30% (7425286), ყაზახეთი – 29% (501282), გერმანია – 27% (109834), უკრაინა – 13%(972976), საფრანგეთი – 9%, (14036) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.