ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მოუწოდებს, დროულად ჩაიტარონ აცრა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაც COVID-19 ახალი გადატანილი აქვთ, ექიმების რეკომენდაციით, აცრას შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რთველის პერიოდში, ყველა ადამიანი, რომელიც პროცესშია ჩართული, აცრილი იყოს, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა პანდემიის ასეთი მასშტაბის პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, გაიაზრონ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც მათ რთველის პერიოდში სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.
საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება ჩაუტერდებათ“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.