ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ | ბუდაპეშტის გრან-პრი
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ორი ქართველი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
დღეს, ტურნირზე კიდევ სამმა ქართველმა წარუმატებლად იასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრან-პრიზე 19 წლის ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.