ღვარცოფის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ადიდდა ხევი, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.