ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე სამუშაოების გამო, ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე სამუშაოების გამო, ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ დღეს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, ამის გამო, ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„დღეს, 28 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

დაგეგმილი სამუშაოები  კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების   წყალმომარაგება  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  დღეს, 28 მაისს, დილის 11:00 საათიდან 29 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის,  ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს.
ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის,  ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას,  მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ლოტკინის  მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის,  ზედაზნის,  გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა,  იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის,  რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.