„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.
ამ ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს 4 ივნისს აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენისადმი, რომელზეც ივანე ჩხიკვაძემ და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალია საბანაძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, როგორც ხელისუფლების ოპონენტების დევნისა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების დაწყების სამართლებრივ საფუძველზე.
ვიზიტისა და ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენის შესახებ ივანე ჩხიკვაძეს ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ე.წ. მოწმის სტატუსით იყვნენ მიწვეული და სიტყვით გამოვიდნენ.