ღაზის სექტორთან შეტაკება მოხდა
ღაზის სექტორთან შეტაკება მოხდა

ღაზის სექტორთან შეტაკებისას სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 220 დაშავდა, – ინფორმაციას პალესტინის მთავრობა ავრცელებს. საპროტესტო აქციები ღაზის სექტორის სიახლოვეს პარასკევს დაიწყო და ისრაელელ სამხედროებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ერთი პალესტინელი მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასზე მეტი კი ცრემლსადენი აირით მოიწამლა, რომელიც სამხედროებმა გაუშვეს.

ღაზის სექტორში მარტიდან მოყოლებული აქციები არ წყდება. ყოველ პარასკევს იმართება მასშტაბური დემონსტრაცია, რაც არეულობით სრულდება. პალესტინის მთავრობის ინფორმაციით, მარტიდან ღაზის სექტორთან 150 არაბი მოკლეს.

დატოვე კომენტარი