პალესტინური სააგენტოების ცნობით, ღაზის სექტორში, სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა
პალესტინური სააგენტოების ცნობით, ღაზის სექტორში, სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა

პალესტინური სააგენტოების ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის მორიგი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის იერიშის სამიზნე გახდა სკოლის შენობა, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ იერიში დაჯგუფება „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრზე მიიტანეს.