ღაზის სექტორში შეტაკების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა

00:52, 27.07.2019

ღაზის სექტორში პალესტინელების ისრაელის არმიასთან შეტაკების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 38 მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. დაშავებულთა შორის სამი ქალი და 22 ბავშვია.

„დიდი დაბრუნების მარშის“ სახელწოდებით დემონტრაციები ღაზის სექტორში 30 მარტიდან ყოველ პარასკევს იმართება. ამ პერიოდის განმავლობაში არეულობას 307 პალესტინელი ემსხვერპლა.

მსგავსი