ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა
ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა

ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ნასერ ყანაანის განცხადებით, აგრესიის და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ისრაელს, აშშ-ს და რამდენიმე მთავრობას, რომლებიც მხარს უჭერენ აპართეიდულ რეჟიმს.

„კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები არიან სიონისტური არმიის მიერ წამოწყებული კრიმინალური თავდასხმების მთავარი მსხვერპლი. 15 000-ზე მეტი პალესტინელის მოკვლის შემდეგ, სიონისტმა კრიმინალებმა ამერიკის მთავრობის მუდმივი მხარდაჭერით მკვლელობის ახალი რაუნდი დაიწყეს“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.