ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანები საშობაოდ ბეთლემსა და იერუსალიმში შესვლას ვერ შეძლებენ

00:09, 13.12.2019

ღაზის სექტორში მცხოვრები ქრისტიანები საშობაოდ ბეთლემსა და იერუსალიმში შესვლას ვერ შეძლებენ, ისევე, როგორც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გადასვლას. შეზღუდვები ისრაელის ხელისუფლებამ დააწესა.

ღაზაში დაახლოებით 1000-მდე ქრისტიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა მართლმადიდებელია.

ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც ღაზის მაცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვება შეეძლებათ, ალენბაის ხიდის გავლით, იორდანიის საკონტროლო-გამშვები პუნქტია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ისინი წმინდა ქალაქებში მოხვედრას ვერ შეძლებენ.

მსგავსი