ისრაელმა ღაზის სექტორში ავიაიერიში განახორციელა. ისრაელის ავიაციამ საჰაერო შეტევის დროს მოძრაობა „ჰამასის“ ორი სამხედრო-საზღვაო ობიექტი და მიწისქვეშა ინფტრასტრუქტურა გაანადგურა. როგორც თელ ავივში აცხადებენ, სამხედრო საჰაერო ძალების ავიაიერიში 22 მაისის ინციდენტის საპასუხო ზომა იყო.
გუშინ, ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე პალესტინელი შეიჭრა და სამხედრო ობიექტს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გადატანას ებრაელებსა და არაბებს შორის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია მოჰყვა. ღაზის სექტორში თეთრი სახლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ კი ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 60 პალესტინელი დაიღუპა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია