ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-შიფას ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. 10 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას ქალაქ ხან იუნისში.
გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობა რეგიონში მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ შეიძლება დამყარდეს.
ისრაელის ოპოზიციის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, თუ პალესტინის ადმინისტრაცია სერიოზულ რეფორმებს გაატარებს, მას შეუძლია, შეასრულოს როლი ღაზის მომავლის განსაზღვრაში ომის დასრულების შემდეგ.