ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში სახმელეთო ოპერაციისას დაღუპული 105 ჯარისკაციდან 20 თანამებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ან სხვა ინციდენტებს ემსხვერპლა
ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში სახმელეთო ოპერაციისას დაღუპული 105 ჯარისკაციდან 20 თანამებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ან სხვა ინციდენტებს ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დროს დაღუპული 105 ჯარისკაციდან 20 სამხედრო მოსამსახურე თანამებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ან სხვა ინციდენტებს ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ცამეტი ჯარისკაცი დაიღუპა არასწორი იდენტიფიკაციის გამო, მათ შორის საჰაერო თავდასხმების, სატანკო სროლისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ჯავშანტექნიკამ ჯარისკაცებს გადაუარა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას სიტუაციის შეფასება მუდმივად ხდება.