ღაზის სექტორში ისრაელის მიერ სკოლის ტერიტორიის დაბომბვას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ სკოლის ტერიტორიის დაბომბვას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. გავრცელებული ცნობით, დაიბომბა ღაზის ჩრდილოეთით, ჯაბალიაში, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს სკოლა, სადაც დევნილი ადამიანები აფარებენ თავს.
ისრაელის სამხედროებმა განახორციელეს უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა კარვებზე სკოლის შიგნით, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიქცა ევაკუაციის ცენტრად.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჯაბალიას სკოლაზე საჰაერო თავდასხმა იყო ზუსტი, რომელიც ადგილზე მყოფი 12 მებრძოლის განეიტრალებას ისახავდა მიზნად.
„ეს ტერორისტები მონაწილეობდნენ ისრაელის ტერიტორიის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში, ასევე ბოლო დღეებში ისრაელის ჯარებისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად კიდევ 29 ადამიანი დაიღუპა, 93 კი დაშავდა.