ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვას გასული დღის განმავლობაში ასამდე ადამიანი ემხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვას გასული დღის განმავლობაში 99 ადამიანი ემხვერპლა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ბოლო 24 საათში, 169 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების თანახმად, დაარბიეს ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი, ასევე არტილერიით დაიბომბა მაღაზის ლტოლვილთა ბანაკი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ დიერ ელ-ბალაჰში ისრაელის არმიის ვერტმფრენმა სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა კარავს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებენ თავს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, შათის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შესახებ ქალაქ ღაზაში.