ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მხრიდან დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მხრიდან დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ქალაქ ჯაბალიაში ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე განხორციელდა დაბომბვა, რომელსაც ერთი ოჯახის ყველა წევრი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ცნობით, ადგილზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და მხოლოდ ისრაელის უპილოტო აპარატები და სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიბომბა.
სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ღაზის დაბომბვის შედეგად. დაკარგული ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
გაერო-ს მიერ მხარდაჭერილმა „შიმშილის მიმოხილვის კომიტეტმა“ ღაზის ჩრდილოეთის რაიონებში გარდაუვალი შიმშილობის „ძლიერი ალბათობის“ შესახებ განაცხადა.