მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა
ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს. ღაზის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
განვითარებული მოვლენების გამო, „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მძევლების გასათავისუფლებლად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შეწყვიტონ.