ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე, 75 ადამიანი დაშავდა ისრაელის თავდასხმების გამო.

ისრაელის არმია სპეცოპერაციას აგრძელებს ქალაქ ღაზის შუჯაიას რაიონში, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ 30 მებრძოლი მოკლეს. ასევე, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში ორი სარაკეტო გამშვების წინააღმდეგ.

7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში მსხვერპლის რიცხვი 38 193-ს აღწევს, 87 903 კი დაშავდა. არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის 15 983 ბავშვი და 10 637 ქალია.