ღაზის სექტორში დაპირისპირებისას დაიღუპა მოზარდი და დაშავდა 40 ადამიანი
ღაზის სექტორში დაპირისპირებისას დაიღუპა მოზარდი და დაშავდა 40 ადამიანი

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე დაპირისპირების დროს 15 წლის მოზარდი დაიღუპა, 40 ადამიანი კი დაშავდა. 22 თებერვალს, საღამოს საათებში არაბებმა საზღვართან მორიგი დემონსტრაცია გამართეს, რაც საბოლოო ჯამში, კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა პალესტინელები მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ისრაელის განმარტებით, ცეცხლის გახსნის მიზეზი პალესტინელი დემონსტრანტების ქმედება იყო. ისინი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლას ცდილობდნენ, ამიტომ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა, გრძელდება.

„დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას. პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დაპირისპირებებს 220-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.