ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში დაბომბვისა და სხვა სახის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 340 ადამიანი დაშავდა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, საომარი მოქმედებების გამო 25 295 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 63 000 კი დაშავდა. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამად შტაიემ მსოფლიოს მოუწოდა, განიხილონ ისრაელისთვის სანქციების დაწესება.