მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს
მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალები ქალაქ სდეროთში და მიმდებარე ქალაქებში ჩაირთო.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათი“ ერთი რაკეტა გაანეიტრალა. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარაკეტო იერიშის პარალელურად, პალესტინელებმა ისრაელის სამხრეთ რაიონების მიმართულებით საჰაერო ბურთების გაშვება დაიწყეს, რომლებზეც ასაფეთქებელი მოწყობილობებია დამაგრებული. თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი ქვეითების გადასასვლელი „ერეცი“ ჩაკეტა. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელ ჰუმანიტარულ შემთხვევებს შეეხება.

ისრაელმა ასევე ჩაკეტა ღაზის სექტორის სათევზაო ზონა, რაც ათასობით პალესტინელის შემოსავლის ძირითადი წყაროა. პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღეა, შეტაკებები ხდება იერუსალიმში და ღაზის სექტორის საზღვართან. დაძაბულობის ესკალაცია პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლების გეგმას უკავშირდება. შეტაკებები ალ-აქსას მეჩეთთან მოხდა.