ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა.
უწყებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
დაღუპულთა უმეტესობა ჯაბალიაშია, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაში, სადაც სარაკეტო თავდასხმა საღამოს 10 საათისთვის განხორციელდა.