ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ზამთრის დაწყებამდე მიაღწიონ
ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ზამთრის დაწყებამდე მიაღწიონ.
„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები ახლა რომში არიან, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მათ შორის რომის პაპ ფრანცისკესთან.
შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სწრაფად გაფორმდეს. ისინი მოუწოდებენ ბაიდენსა და ტრამპს, ერთად იმუშაონ ამ საკითხზე.
„ვიმედოვნებთ, რომ ბაიდენი და ტრამპი ერთად იმუშავებენ მძევლების გასათავისუფლებლად, ვიდრე ზამთარი დადგება“, – განაცხადა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.
როგორც მედია წერს, ღაზაში ამ დრომდე 101 მძევალია დარჩენილი, რომელთა ნახევარზე მეტი, ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, ჯერ კიდევ ცოცხალია.