ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახებს მოლაპარაკების მონაწილეებმა განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მძევლების გათავისუფლების შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგეს
ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებს განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგეს. ამის შესახებ timesofisrael-ი წერს.
„როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შეთანხმება არ შედგება, არც პირველი ეტაპი. ერთადერთი გზა არის ომის დასრულება“, – განუცხადეს ოჯახების წევრებს ისრაელის მხრიდან მოლაპარაკების მონაწილეებმა.
როგორც მძევლების ოჯახების წევრები ამბობენ, მათ მთავრობას მოუწოდეს, გააგრძელონ მოქმედება ამ ომის დასასრულებლად.