ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივსა და იერუსალიმში მორიგი საპროტესტო აქციები იმართება
თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები იმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციებზე 400 000 ადამიანი იმყოფება. დემონსტრანტები მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მეტი გააკეთოს ღაზაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მძევლების ოჯახების წევრებიც.
როგორც მედია წერს, ჰაიფაში მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას ორი მომიტინგე დაშავდა.