ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების ოჯახის წევრები დონალდ ტრამპს სთხოვენ, იმუშაოს ჯო ბაიდენთან ერთად, რათა უზრუნველყოს მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება
ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების ოჯახის წევრები დონალდ ტრამპს სთხოვენ, იმუშაოს ჯო ბაიდენთან ერთად, რათა უზრუნველყოს მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ამის შესახებ მძევლების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მძევლები ვეღარ მოითმენენ დიდხანს. ისინი დამოკიდებულები არიან ჩვენზე და რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებზე, რომ გამოიყენონ ეს მომენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც „სიენენს“ მძევლების ოჯახის წევრებთან ახლოს მყოფმა პირმა განუცხადა, მათ არასოდეს უსაუბრიათ ტრამპთან. ივლისის თვეში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი ამერიკელი მძევლის ოჯახის წევრი, თუმცა მას პირადად ტრამპთან საუბარი არ ჰქონია.