ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩიც დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაელ კაცმა, რომლის მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, ბრაზილიელი დიპლომატი ფედერიკო მაიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან, „იად ვაშემთან“ მიიყვანა, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული თავისი ბებიისა და ბაბუის სახელები აჩვენა. მედიის თანდასწრებით მინისტრმა ელჩს უთხრა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის.
„ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმა. ჩემი და ისრაელის მოქალაქეთა სახელით, გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ისრაელში პერსონა ნონ გრატაა, ვიდრე თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“, – განაცხადა ისაელ კაცმა.