ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტაციებისთვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩავიდა
ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტაციებისთვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, რეგიონში სხვა ფრონტებზეც გავრცელდეს.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში დიდი ძალისხმევა გაიღო ღაზის სექტორის შესახებ აშშ-ის მიერ შემუშავებული ცალმხრივი რეზოლუციის დამტკიცების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან ვეტოს უზრუნველსაყოფად.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ირანის პოზიციებს დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს.
ირანელმა მინისტრმა მანამდე წერილი გაუგზავნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ თურქს, რომელშიც აღნიშნა, რომ ირანი ელოდება, რომ გაერო დაუყოვნებლივ მოითხოვს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შეჩერებას ღაზაში.