ღაზას სექტორში საავიაციო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში  საავიაციო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში ისრაელის საავიაციო დაბომბვის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის ხელისუფლება ანკლავში ავიაციის გამოყენებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ავია იერიში შეიარაღებული ადამიანების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

საჰაერო იერიში ღაზას სექტორის ჩრდილოეთ საზღვართან განხორციელდა. პალესტინელებმა ისრაელ-ღაზას სექტორის საზღვართან ე.წ. დაბრუნების მარში და მასობრივი გამოსვლები 30 მარტს დაიწყეს. სასაზღვრო ღობესთან მიახლოებისას ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს.

ბოლო მონაცემებით, 18 პალესტინელია დაღუპული.