ღაზას სექტორში პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის კოლონასთან აფეთქება მოხდა
ღაზას სექტორში სტუმრობისას, პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის კოლონასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. პრემიერ-მინისტრი, რამი ჰამდალა არ დაშავებულა.
ისრაელის გამოცემა, Times of Israel წერს, რომ პალესტინის პრემიერ-მინისტრს ღაზაში თან ახლდა პალესტინის ადმინისტრაციის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, მაჯედ ფარაჯი.
პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღაზას სექტორში წყლის გამწმენდი ნაგებობის გახსნაზე იმყოფებოდნენ.