ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია, მათ შორის 55 ბავშვია. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კი დაღუპულია 13 ადამიანი. დღეს გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლებიც დაბომბა.

ისრაელის მხარეს დანაკარგი ათს შეადგენს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით ღამით კიდევ ათეულობით რაკეტები გაუშვეს, ათი ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა. სულ კი, ორშაბათიდან მოყოლებული, ისრაელის მისამართით ღაზადან 3000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაეროსა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. დღეს გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი განაგრძობს სრული ძალით მოქმედებად და გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.