ღამით რუსეთი უკრაინას 49 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21-ის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით სამი მიმართულებით დაესხა თავს, ყირიმის, პრიმორსკო-ახტარისა და კურსკის რეგიონს.
„სულ დაფიქსირდა 49 დრონი. რუსეთმა ასევე შეუტია ქალაქ ხარკოვს ექვსი S-300 მართვადი საზენიტო რაკეტით. მტერმა თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი გაგზავნა თავდაცვის ფრონტის ხაზის გასწვრივ ასევე სამოქალაქო, სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე, კერძოდ ხარკოვის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში“, – განაცხადა იგნატმა.
ხერსონის რაიონში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, ხოლო ოდესის მახლობლად სანაპირო ზონაში დრონის ნამსხვრევებიდან ხანძარი გაჩნდა.