ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებაში, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებაში, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.