„გეტვიკის“ აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის გამო, ლონდონი-თბილისის რეისის 89 ​მგზავრი ფრენების აღდგენას ელოდება
„გეტვიკის“ აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის გამო, ლონდონი-თბილისის რეისის 89 ​მგზავრი ფრენების აღდგენას ელოდება

ლონდონის „გეტვიკის“ აეროპორტში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 110 000 მგზავრი, მათ შორის 89 „ჯორჯიან ეარვეისის“ ლონდონი-თბილისის მიმართულებიდან ფრენების აღდგენას ელოდება, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ლონდონის „გეტვიკის“ აეროპორტი ამ დრომდე პარალიზებულია. „ჯორჯიან ეარვეისი“, სხვა ავიაკომპანიებთან ერთად, ელოდება გეტვიკის აეროპორტის შეტყობინებას ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით.

„საინფორმაციო ცენტრი საქართველოდან აეროპორტში მყოფ მგზავრებს მიმდინარე სიტუაციის შესახებ განახლებად ინფორმაციას აწვდის. ლონდონის გეტვიკის აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისს“ წარმოადგენს ბრიტანული კომპანია Airline Services“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.