გერტ იან კოპმანი ილია დარჩიაშვილს მიმართავს - მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
გერტ იან კოპმანი ილია დარჩიაშვილს მიმართავს - მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

დიდი მადლობა კიდევ ერთი შესანიშნავი საუბრისთვის, ძვირფასო ილია და მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ასე ეხმაურება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტირატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ საუბარს.

აღმოსავლეთ პარტბიორობის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საუბარზე სოციალურ ქსელში წერს თავად ილია დარჩიაშვილიც.

„მქონდა ძალიან კარგი საუბარი გერტ იან კოპმანთან. ველოდებით რა, უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.