გერმანულმა მხარემ ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ავღანეთიდან თბილისში ჩამოიყვანა
გერმანულმა მხარემ ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ავღანეთიდან თბილისში ჩამოიყვანა

გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M მოხდა ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.

„მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა. ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია, გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის Resolute Support (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის Resolute Support-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.