გერმანული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს
გერმანული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიტჩე ველე“ ხომალდის მფლობელ ჰამბურგულ კომპანია Peter Döhle Schiffahrts-KG-ზე დაყრდნობით იტყობინება. კომპანიის განცხადებით, ექვსივე მეზღვაური ჯანმრთელია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
მეკობრეები ლიბერიაში რეგისტრირებულ სატვირთო გემს ნიგერიის სააპიროსთან 2017 წლის 21 ოქტომბერს დაესხნენ თავს. რვა მეკობრე ხომალდზე ნავიდან გადავიდა და ეკიპაჟის ექვსი წევრი მძევლად იყვანა. თავდასხმის შემდეგ ხომალდმა Demeter-მა დარჩენილ ეკიპაჟთან ერთად გზა განაგრძო. გერმანულმა კომპანიამ გატაცებული მეზღვაურების მოქალაქეობა არ გაასაჯაროვა, თუმცა ცნობილია, რომ ისინი გერმანიის მოქალაქეები არ არიან.
საერთაშორისო საზღვაო ბიუროს მონაცემებით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო წყლებში მეკობრეობის 121 შემთხვევა დაფიქსირდა.