გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება
გერმანია საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება. შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა გააკეთა.
ჰაიკო მაასის თქმით, „ფედერალური მთავრობა ამ საქმეზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის უფლებას იტოვებს“.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტუაციას უკიდურესად მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ეს საქმე სასმართლო პროცესის დროს უნდა იყოს გამოძიებული.
მისივე თქმით, დღესვე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში რუსეთი დაადანაშაულა.
გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ შეუკვეთა. „ბრალდებულმა მიიღო მთავრობის შეკვეთილი მკვლელობა. ის ელოდებოდა ფინანსურ ჯილდოს ან იზიარებდა შემკვეთთა მოტივს, რაც პოლიტიკური მოწინააღდგეების მკვლელობას და ამით რუსეთთან კონფლიქტებში მონაწილეობისთვის შურისძიებას გუსლიხმობს“, – ვკითხულობთ ფედერალური პროკურატურის განცხადებაში.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამაჟამად გერმანიის ციხეში იმყოფება. შეგახსენებთ, მანამდე გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთი ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში ბერლინთან არ თანამშრომლობს, ამავე საქმესათან დაკავშირებით ბერლინმა რუსეთის საელჩოს ორი თანამშორმელი ქვეყნიდან გააძევა.