გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტად გერმანიის თავდაცვის მინისტრი წარადგინეს
ევროკომისიის პრეზიდენტად გერმანიის თავდაცვის მინისტრი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენი ბრიუსელშია დაბადებული ის თავისუფლად ფლობს გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენას.
ამასთან როგორც გერმანული მედია წერს, დონლად ტუსკს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სავარაუდოდ ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი შარლ მიშელი შეცვლის, ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს კი სავარაუდოდ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერი მანფრედ ვებერი დაიკავებს.