ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ მფრინავები აცხადებენ, რომ ხვალ გაიფიცებიან, რის გამოც თითქმის ყველა ფრენა გაუქმდება
გერმანული ავიაკომპანიის „ლუფთჰანზას“ მფრინავები ხვალ გაიფიცებიან, რის გამოც პარასკევს გაუქმდება თითქმის ყველა ფრენა – როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მფრინავები კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხუთი ათასზე მეტი მფრინავისთვის მიმდინარე წელს ხელფასის 5.5%-ით გაზრდას ითხოვენ. მათ გაფიცვის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც კომპანიის ხელმძვანელობასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
აგვისტოს დასაწყისში „ლუფთჰანზას“ მენეჯმენტმა კომპანიის სახმელეთო პერსონალთა შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც მათი გაფიცვის გამო ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. მაშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანიის 20 ათასამდე თანამშრომელს 2023 წლის იანვრიდან ყოველთვიური ანაზღაურება 2.5%-ით გაეზრდება, შემდეგი წლის პირველი ივლისიდან კი – კიდევ 2.5%-ით.