გერმანული მედია - ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი სურს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი სურს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი შესაძლოა, ნოემბრის თვეში, ბრაზილიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ შედგეს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბარი შედგება, ოლაფ შოლცი იქნება პირველი ლიდერი უკრაინის მხარდამჭერებს შორის, რომელიც პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
ბოლო სატელეფონო საუბარი პუტინსა და შოლცს შორის 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.