გერმანული მედია - გერმანიის თავდაცვის უწყების ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლებენ
გერმანიის თავდაცვის უწყების ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლებენ. როგორც გერმანული მედია იუწყება, სასამართლო პროცესი დიუსელდორფში იწყება.
ბრალდებულ რალფ გიოლერტს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიოლერტს რუსეთის დაზვერვასთან კონტაქტი ჰქონდა 2014 წელის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტამდე. გამოძიების ცნობით, ამ პერიოდში მან რუსეთს გადასცა რიგი დოკუმენტები, რომლებიც მათ შორის ეხებოდა რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს.
ასევე მან რუსულ დაზვერვას გაუმხილა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი მონაცემები და წინასწარ გადასცა მოსკოვს ბუნდესვერის 2016 წლის ე.წ. თეთრი წიგნაკი. ამ დოკუმენტში მოცემულია გერმანიის არმიის კონცეფცია.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გიოლერტი ამ მონაცემებს რუსეთის დაზვერვას არა ანაზღაურების, არამედ კრემლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მიპატიჟების სანაცვლოდ აწვდიდა.
გამოცემა შპიგელის ცნობით, თავად ბრალდებული არ უარყოფს, რომ სხვადასხვა დოკუმენტებს გადასცემდა „ნაცნობებს რუსეთიდან“, თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცოდა რუსულ სპეცსამსახურებთან მათი კავშირების შესახებ.