გერმანული მედია – გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან არეულობაში მონაწილე პირების „მიგრანტებად“ მოხსენიებას სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

22:38, 02.11.2026

გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრები გასულ შაბათს მომხდარ არეულობაში მონაწილე პირების წარმომავლობაზე ალაპარაკდნენ, რამაც სხვა პარტიების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„ველტის“ ინფორმაციით, „მწვანეები“ და „მემარცხენეები“ განსაკუთრებით მწვავედ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ დობრინტს აკრიტიკებენ, იმის გამო, რომ მან არეულობაში მონაწილე პირები „მიგრანტებად“ მოიხსენია, რომლებიც წესრიგს არღვევენ.

დობრინტმა განმარტა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები საღამოს ძალადობრივ აქციად გადაიქცა, რადგან მასში ძალადობრივი მემარცხენე ჯგუფები და მიგრანტები ჩაერთნენ.

„მწვანეების“ ლიდერმა, ფელიქს ბანაშაკმა პოლიტიკოსები გააკრიტიკა. მისი თქმით, ისინი მიგრაციული წარმომავლობის ადამიანებს სხვა გერმანელებისგან გამოჰყოფენ. „მწვანე ახალგაზრდობის“ თანათავმჯდომარე ლუის ბობგა აღნიშნავს, რომ გერმანიაში ყოველი მესამე ადამიანი ემიგრანტის შთამომავალია. ბობგას თქმით, მთავრობა ამ კამათში მთავარ პრობლემებს ივიწყებს.

„ეს იაფფასიანი მცდელობაა, დაადანაშაულო ერთი ჯგუფი და კიდევ ერთხელ გააღვივო მიგრანტებისადმი სიძულვილი ამ ქვეყანაში“, — აღნიშნა „მემარცხენეთა“ ლიდერმა, ლუიჯი პანტისანომ.

მსგავსი