გერმანული „ბერტელსმანის ფონდის“ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი მცირდება
ევროკავშირში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი მცირდება. ასეთ დასკვნამდე გერმანული „ბერტელსმანის ფონდის“ მეცნიერები მივიდნენ.
მზარდ სოციალურ სამართლიანობაში მკვლევრები, როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურებისა და დასაქმების მიღების კუთხით, თითოეული მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებას მოიაზრებენ.
კვლევის მიხედვით, სოციალური უთანასწორობა ყველაზე ნაკლები დოზით ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში, დანიაში, შვედეთსა და ფინეთში შეინიშნება. 1-დან 10-მდე მაჩვენებლით, ამ ქვეყნებს 7 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ყველაზე რთული ვითარება რუმინეთსა და საბერძნეთშია, სადაც ეს მაჩვენებელი 4-ზე დაბალია. გერმანია ამ კვლევაში 6.7 ქულას ფლობს.
სოციალური სამართლიანობა ევროპაში ეკონომიკური ზრდის წყალობით უმჯობესდება. „ბერტელსმანის ფონდის“ მონაცემებით, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში 2016 წელს უმუშევრობის დონე შემცირდა და დღეისათვის საშუალოდ 8.7 %-ის შეადგენს. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 9.4% იყო. თუმცა, მკვლევრები სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმების დონეებს შორის უზარმაზარ სხვაობაზე აქცენტს აკეთებენ. 2016 წელს გერმანიაში თუ ეს მაჩვენებელი 4.2% იყო, საბერძნეთში 23.7 %-ია.
წყარო: Deutsche Welle